SMS სიმბოლოების მთვლელი
ჩასვი შეტყობინების ტექსტი და მაშინვე ნახავ, რამდენ ნაწილად გაიგზავნება, რომელი კოდირებით და რამდენი სიმბოლო დარჩა მიმდინარე ნაწილში. მთვლელი იმასაც გაჩვენებს, რომელმა სიმბოლომ გადაიყვანა ტექსტი Unicode-ზე.
მთვლელი აჩვენებს, რამდენ ნაწილად გაიგზავნება შეტყობინება. ფასს თითო ნაწილზე SMS-სერვისი ითვლის.
- სიმბოლო
- 0
- კოდირება
- GSM-7
- SMS-ის ნაწილი
- 0
- დარჩა ამ ნაწილში
- 160
რამდენი სიმბოლო ეტევა ერთ SMS-ში
| კოდირება | ერთი SMS | თითო ნაწილი გრძელ SMS-ში |
|---|---|---|
| GSM-7 | 160 | 153 |
| Unicode (UCS-2) | 70 | 67 |
GSM-7 ლათინური ასოების, ციფრებისა და ძირითადი ნიშნების ნაკრებია. ერთი ქართული ასო, ემოჯი ან „ლამაზი“ ბრჭყალი მთელ შეტყობინებას Unicode-ზე გადაიყვანს. სიმბოლოები ^ { } [ ] ~ \ | € GSM-7-ში ორად ითვლება, ემოჯი Unicode-ში — ხშირად ორად. ზოგი ოპერატორი და სერვისი ტექსტს სხვაგვარად ითვლის, ამიტომ დიდ დაგზავნამდე სერვისის მთვლელითაც გადაამოწმე.
ბმული SMS-ში რაც მოკლეა, მით ნაკლები ნაწილი — შეამოკლე linkz.ge-ზე. შექმენი უფასო ანგარიში · ქართული ტექსტის ლათინურად გადაყვანა
შენს მიერ ჩაწერილი ტექსტი მუშავდება მხოლოდ შენს ბრაუზერში: linkz.ge-ს სერვერზე ის არ იგზავნება.
როგორ გამოვიყენო
- ჩაწერე ან ჩასვი SMS-ის ტექსტი ველში.
- ნახე კოდირება: თუ ტექსტში მხოლოდ ლათინური ასოები, ციფრები და ძირითადი ნიშნებია, ის GSM-7-შია და ერთ SMS-ში 160 სიმბოლო ეტევა. ერთი ქართული ასოც კი ტექსტს Unicode-ზე გადაიყვანს — მაშინ ერთ SMS-ში 70 სიმბოლოა.
- თუ ტექსტი Unicode-ზე მხოლოდ „ლამაზი“ ბრჭყალების, გრძელი ტირის ან სამწერტილის გამო გადავიდა, დააჭირე „ტიპოგრაფიული ნიშნების გასწორებას“.
- შეამცირე ნაწილების რაოდენობა: მოკლედ ჩამოაყალიბე ტექსტი და გრძელი ბმულის ნაცვლად ჩასვი მოკლე ბმული — მაგალითად
linkz.ge/aqciaმხოლოდ 14 სიმბოლოა.
ხშირად დასმული კითხვები
რატომ ეტევა ქართულ SMS-ში მხოლოდ 70 სიმბოლო?
SMS-ის ერთი ნაწილი 140 ბაიტია. GSM-7 კოდირებაში თითო სიმბოლო 7 ბიტს იკავებს, ამიტომ 160 სიმბოლო ეტევა. ქართული ასოები GSM-7-ის ნაკრებში არ არის, ამიტომ ტექსტი UCS-2 (Unicode) კოდირებით იგზავნება, სადაც თითო სიმბოლო 2 ბაიტია — ანუ 70 სიმბოლო. იგივე ხდება კირილიცასა და ემოჯიზე.
რატომ არის გრძელ SMS-ში თითო ნაწილი 153 (ან 67) სიმბოლო?
გრძელ შეტყობინებას ტელეფონი ნაწილებიდან აწყობს. ამისთვის თითო ნაწილს მცირე სათაური ემატება, რომელიც ადგილს იკავებს: GSM-7-ში თითო ნაწილზე 153 სიმბოლო რჩება, Unicode-ში — 67. ამიტომ 161 ლათინური სიმბოლო უკვე 2 SMS-ია, 71 ქართული სიმბოლოც — 2.
ზუსტად ასე დაითვლის ჩემი SMS-სერვისი?
უმეტესობა სწორედ ამ წესებით ითვლის, მაგრამ განსხვავება შესაძლებელია: ზოგი სერვისი ავტომატურად ცვლის ტიპოგრაფიულ ნიშნებს, ზოგი კი ემოჯის და სპეციალურ სიმბოლოებს სხვაგვარად ითვლის. დიდ დაგზავნამდე ერთი სატესტო SMS საკუთარ ნომერზე გაგზავნე და შედეგი სერვისის მთვლელთან შეადარე.