← ხელსაწყოები

SMS სიმბოლოების მთვლელი

ჩასვი შეტყობინების ტექსტი და მაშინვე ნახავ, რამდენ ნაწილად გაიგზავნება, რომელი კოდირებით და რამდენი სიმბოლო დარჩა მიმდინარე ნაწილში. მთვლელი იმასაც გაჩვენებს, რომელმა სიმბოლომ გადაიყვანა ტექსტი Unicode-ზე.

მთვლელი აჩვენებს, რამდენ ნაწილად გაიგზავნება შეტყობინება. ფასს თითო ნაწილზე SMS-სერვისი ითვლის.

სიმბოლო
0
კოდირება
GSM-7
SMS-ის ნაწილი
0
დარჩა ამ ნაწილში
160
    რამდენი სიმბოლო ეტევა ერთ SMS-ში
    კოდირებაერთი SMSთითო ნაწილი გრძელ SMS-ში
    GSM-7160153
    Unicode (UCS-2)7067

    GSM-7 ლათინური ასოების, ციფრებისა და ძირითადი ნიშნების ნაკრებია. ერთი ქართული ასო, ემოჯი ან „ლამაზი“ ბრჭყალი მთელ შეტყობინებას Unicode-ზე გადაიყვანს. სიმბოლოები ^ { } [ ] ~ \ | € GSM-7-ში ორად ითვლება, ემოჯი Unicode-ში — ხშირად ორად. ზოგი ოპერატორი და სერვისი ტექსტს სხვაგვარად ითვლის, ამიტომ დიდ დაგზავნამდე სერვისის მთვლელითაც გადაამოწმე.

    ბმული SMS-ში რაც მოკლეა, მით ნაკლები ნაწილი — შეამოკლე linkz.ge-ზე. შექმენი უფასო ანგარიში · ქართული ტექსტის ლათინურად გადაყვანა

    შენს მიერ ჩაწერილი ტექსტი მუშავდება მხოლოდ შენს ბრაუზერში: linkz.ge-ს სერვერზე ის არ იგზავნება.

    როგორ გამოვიყენო

    1. ჩაწერე ან ჩასვი SMS-ის ტექსტი ველში.
    2. ნახე კოდირება: თუ ტექსტში მხოლოდ ლათინური ასოები, ციფრები და ძირითადი ნიშნებია, ის GSM-7-შია და ერთ SMS-ში 160 სიმბოლო ეტევა. ერთი ქართული ასოც კი ტექსტს Unicode-ზე გადაიყვანს — მაშინ ერთ SMS-ში 70 სიმბოლოა.
    3. თუ ტექსტი Unicode-ზე მხოლოდ „ლამაზი“ ბრჭყალების, გრძელი ტირის ან სამწერტილის გამო გადავიდა, დააჭირე „ტიპოგრაფიული ნიშნების გასწორებას“.
    4. შეამცირე ნაწილების რაოდენობა: მოკლედ ჩამოაყალიბე ტექსტი და გრძელი ბმულის ნაცვლად ჩასვი მოკლე ბმული — მაგალითად linkz.ge/aqcia მხოლოდ 14 სიმბოლოა.

    ხშირად დასმული კითხვები

    რატომ ეტევა ქართულ SMS-ში მხოლოდ 70 სიმბოლო?

    SMS-ის ერთი ნაწილი 140 ბაიტია. GSM-7 კოდირებაში თითო სიმბოლო 7 ბიტს იკავებს, ამიტომ 160 სიმბოლო ეტევა. ქართული ასოები GSM-7-ის ნაკრებში არ არის, ამიტომ ტექსტი UCS-2 (Unicode) კოდირებით იგზავნება, სადაც თითო სიმბოლო 2 ბაიტია — ანუ 70 სიმბოლო. იგივე ხდება კირილიცასა და ემოჯიზე.

    რატომ არის გრძელ SMS-ში თითო ნაწილი 153 (ან 67) სიმბოლო?

    გრძელ შეტყობინებას ტელეფონი ნაწილებიდან აწყობს. ამისთვის თითო ნაწილს მცირე სათაური ემატება, რომელიც ადგილს იკავებს: GSM-7-ში თითო ნაწილზე 153 სიმბოლო რჩება, Unicode-ში — 67. ამიტომ 161 ლათინური სიმბოლო უკვე 2 SMS-ია, 71 ქართული სიმბოლოც — 2.

    ზუსტად ასე დაითვლის ჩემი SMS-სერვისი?

    უმეტესობა სწორედ ამ წესებით ითვლის, მაგრამ განსხვავება შესაძლებელია: ზოგი სერვისი ავტომატურად ცვლის ტიპოგრაფიულ ნიშნებს, ზოგი კი ემოჯის და სპეციალურ სიმბოლოებს სხვაგვარად ითვლის. დიდ დაგზავნამდე ერთი სატესტო SMS საკუთარ ნომერზე გაგზავნე და შედეგი სერვისის მთვლელთან შეადარე.

    ბმული SMS-ში — მოკლე და გაზომვადი

    linkz.ge-ზე მოკლე ბმული საკუთარი სახელით შექმენი, მაგალითად linkz.ge/aqcia. SMS-ში ადგილს დაზოგავ, კლიკების სტატისტიკით კი ნახავ, რამდენმა გახსნა შეტყობინებიდან.

    ახალ ბმულზე რეკლამის გვერდი ნაგულისხმევად ჩართულია. საკუთარი მომხმარებლებისთვის გაგზავნილ ბმულზე მოხსენი მონიშვნა ველზე „ამ ბმულზე რეკლამა და შემოსავალი“.