როგორ გავიგო, რამდენმა დააჭირა ჩემს ბმულს
რას აჩვენებს linkz.ge-ის ბმულის ანალიტიკა: სულ და unique კლიკები, ბოტების ფილტრი, ქვეყნები, მოწყობილობები, ფასიანი ჩაშლები და რამდენ ხანს ჩანს სტატისტიკა.
ბმული გააზიარე — ახლა გინდა იცოდე, მუშაობს თუ არა. linkz.ge ყოველ დაჭერას ითვლის და ანალიტიკაში გაჩვენებს, რამდენმა, საიდან და რა მოწყობილობით გახსნა. ქვემოთ ახსნილია, სად არის ეს ყველაფერი და როგორ წაიკითხო.
სად ვნახო
- შედი ანგარიშზე და გახსენი პანელი. ბმულების სიაში, სვეტ „კლიკებში“ უკვე ჩანს თითო ბმულის კლიკები.
- დეტალებისთვის ბმულის გვერდით დააჭირე ანალიტიკის ხატულას.
- ზემოთ აირჩიე პერიოდი: 7, 30 ან 90 დღე, ან მიუთითე საკუთარი თარიღები.
სტატისტიკა მხოლოდ ანგარიშით შექმნილ ბმულებზე ჩანს. ანონიმურად შექმნილი ბმულები ანგარიშს მიებმება, თუ 30 დღის განმავლობაში იმავე ბრაუზერში დარეგისტრირდები ან შეხვალ (ბოლო 10-მდე ბმული).
მთავარი მაჩვენებლები
- სულ კლიკი — ყველა დაჭერა არჩეულ პერიოდში, ბოტების გარეშე;
- unique კლიკი — ერთი IP მისამართი დღეში ერთხელ ითვლება. თუ ერთმა ადამიანმა დღეში ხუთჯერ გახსნა, unique-ში ერთხელ ჩაითვლება. IP მხოლოდ ჰეშის სახით ინახება;
- ბოტი (გაფილტრული) — ავტომატური მოთხოვნები: საძიებო რობოტები, მესენჯერების ბმულის preview-ები და მსგავსი. ისინი კლიკებში არ ითვლება, მაგრამ ცალკე ჩანს;
- ვალიდური ვიზიტი (ფულადი) — მხოლოდ იმ ბმულებზე, სადაც რეკლამა ჩართულია;
- თითო მაჩვენებელთან შეიძლება ცვლილების ნიშანი ჩანდეს — წინა იმავე ხანგრძლივობის პერიოდთან შედარება.
ჩაშლები: უფასო და ფასიანი
უფასოდ ხედავ კლიკებს დროში (გრაფიკი), ქვეყნებს და მოწყობილობებს. ფასიან ტარიფზე ემატება ბრაუზერები, ოპერაციული სისტემა, ენები და წყაროები (referrer), ანალიტიკა კი CSV ფაილად ჩამოიტვირთება. დეტალები — ტარიფებში.
წყაროების ჩაშლაში ბევრი გადასვლა შეიძლება „პირდაპირი“ იყოს: მესენჯერები, აპლიკაციები და SMS ხშირად წყაროს არ გადასცემს. ამიტომ, თუ ზუსტად გინდა იცოდე, საიდან მოდიან, თითო ადგილისთვის ცალკე ბმული შექმენი.
რამდენ ხანს ჩანს სტატისტიკა
უფასო ტარიფზე ბოლო 30 დღის მონაცემები ჩანს, ფასიანზე — ბოლო 365 დღის. თუ ტენდენციის თვალყურის დევნება წლის განმავლობაში გჭირდება, ეს გაითვალისწინე.
ერთდროულად ბევრი ბმული
- საერთო ანალიტიკა — პანელის ზედა ნაწილში ღილაკი, ყველა ბმულის ჯამური სურათით;
- კამპანიები — ბმულები კამპანიაში მოაქციე და კამპანიის ანალიტიკაში მათი ჯამი ნახე;
- ტეგები — ბმულების დასალაგებლად და მოსაძებნად.
ხშირი შეკითხვები
რატომ განსხვავდება ჩემი რიცხვი სხვა სისტემის რიცხვისგან?
სისტემები კლიკს და ვიზიტს სხვადასხვანაირად ითვლის: ბოტების ფილტრი, unique-ის წესი, დროის ზონა და ის ადამიანები, ვინც გვერდის ჩატვირთვამდე დახურა. მცირე სხვაობა ნორმალურია.
რატომ არის unique კლიკი სულ კლიკზე ნაკლები?
რადგან ერთი და იგივე ადამიანი ბმულს ხშირად რამდენჯერმე ხსნის. გარდა ამისა, ერთი IP-დან შეიძლება რამდენიმე ადამიანი შემოვიდეს (მაგალითად, ერთი ოფისის ან სახლის ქსელიდან) — ასეთ დროს ისინი unique-ში ერთხელ ჩაითვლება. ამიტომ unique ზუსტი „ადამიანების რაოდენობა“ კი არა, კარგი მიახლოებაა.
რატომ ვერ ვხედავ ბრაუზერებს და წყაროებს?
ეს ჩაშლები ფასიან ტარიფზეა. უფასო ანგარიშზე ამ ბლოკის ნაცვლად შეტყობინებას ნახავ, ქვეყნები და მოწყობილობები კი ხელმისაწვდომი რჩება.
QR-ის სკანირება ითვლება?
დიახ, ჩვეულებრივ კლიკად. QR-ისა და ჩვეულებრივი დაჭერის გასარჩევად QR-ისთვის ცალკე ბმული შექმენი.
მეტი: ანალიტიკა. დაიწყე: შექმენი უფასო ანგარიში.